English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ირინე მამალაძე
კომპანიების რეორგანიზაცია და ინტერესთა დაბალანსების პრობლემა

რეზიუმე

სტატიაში განხილულია კომპანიების რეორგანიზაციის დროს გამყოფი დასაწყისი, სასტარტო ბალანსების ფორმირების პროცესები და მისი მნიშვნელობა როგორც ახლად შექმნილი, ისე რეორგანიზებული საზოგადოებების აქტივებისა და პასივების სტრუქტურის განსაზღვრაში. ასევე განსაზღვრულია ,,შუალედური“ გამყოფი ბალანსის შედგენის მიზანშეწონილობა გამოყოფილი საზოგადოების სახელმწიფო რეგისრტაციამდე გარდამავალი პერიოდის შედეგების, სამართალ-მემკვიდრეობის წესების და რეორგანიზებული საზოგადოების ფინანსური მდგრადობის კონტროლისათვის.

საკვანძოსიტყვები:კომპანიისრეორგანიზაცია, გამყოფიბალანსი,შუალედურიგამყოფიბალანსისასტარტო,საწყისიბალანსი.

შესავალი

კომპანიის რეორგანიზაციის დროს სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით გამყოფი და საწყისი, სასტარტო ბალანსების ფორმირებისას. გამყოფი ბალანსი უნდა შეესაბამებოდეს საწყისი და სასტარტო ბალანსების ინტერესებს, აქციონერთა მიერ დასმულ ამოცანებსა და მდგრადი ბიზნესის მოთხოვნებს. დამწყები ბალანსის კონტროლი გარდამავალ პერიოდში ამ მოთხოვნების შესაბამისად არსებულ ნორმატიული შეზღუდვების, კრედიტორების შესრულებას უზრუნველყოფს.

***

თანამედროვე ბიზნესში ჩვეულებრივადაა ქცეული კომპანიის რეორგანიზაცია.

ხშირად კომპანიები ალიანსებში შედიან ერთმანეთთან, რომლებიც შემდგომ იურიდიულ გაერთიანებად გარდაიქმნებიან. უფრო ძლიერი კონკურენტები ზოგჯერ იერთებენ და შთანთქავენ უფრო სუსტებს. მზარდი კომპანიები დამოუკიდებელ იურიდიულპირებად გამოყოფენ (spin off) ცალკეულ ბიზნესებს, რათა ისინი უფრო მოქნილად განვითარდნენ [ЮджинФ.,БригхэмМ.,ЭрхардтС.,  2005]. ძალიან მსხვილი ფირმები იძულებული ხდებიან, დანაწევრდნენ, რადგან ამას მოითხოვს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ან ძირითად აქციონერთა განსხვავებული ინტერესები და სხვა. თანამედროვე ფინანსური კრიზისი მთელ რიგ კომპანიებს უბიძგებს ცალკეული აქტივების ან ბიზნისების გამოყოფისკენ, რათა ან გირაოდ მოხდეს მათი გაცემა,ან გაიყიდოს და ასე დაიფაროს საკრედიტო პორთფელი.

შთანთქმისა და შეერთების შემთხვევაში ფინანსური საკითხები შედარებით მცირეა–ყველა კომპანიის აქტივები და ვალდებულებები იმ ერთ სამართალ-მემკვიდრის ხელში გადადის, რომელიც ყველა მათგანზე აგებს პასუხს. რას შეეხება დანაწევრებას ან გამოყოფას, ამ დროს ხდება აქტივებისა და ვალდებულებების იმგვარად დაყოფის პრობლემა, რომ შექმნილ კომპანიებს ჰქონდეთ ფინანსური მდგრადობა და საკმარისი ლიკვიდობა. ამასთან, ეს დამაჯერებელი უნდა იყოს კრედიტორებისა (იმ საგადასახადო ორგანოების ჩათვლით, რომლებმაც შეიძლება უარი განაცხადონ ამ კომპანიების დარეგისტრირებაზე) და მინორიტარული აქციონერებისათვისაც კი.

როგორც ახლად შექმნილი, ისე რეორგანიზებული საზოგადოებების აქტივებისა და პასივების სტრუქტურას ის განსაზღვრავს, თუ როგორ ჩამოაყალიბებენ და დაამტკიცებენ აქციონერები გამყოფ ბალანსს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ ჩამოყალიბდება საწყისი–სასტარტო ბალანსი. საერთო კრებაზე აქციონერებს ფიზიკურად შეუძლიათ დაამტკიცონ გამყოფი ბალანსი მხოლოდ განვლილი თარიღის მდგომარეობით, ამ ბალანსის დამტკიცებიდან ახალი საზოგადოების რეგისტრაციამდე კი არანაკლებ ორნახევარმათვემ უნდა გაიაროს (კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ჩასატარებლად). აქტივებისა და პასივების მდგომარეობა ამ პერიოდის განმავლობაში უსათუოდ შეიცვლება, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია საზოგადოებამ ამდენი ხნით გაყინოს ყოველგვარი საქმიანობა[СиннамонР.,ВрайанХ., 2003].

ამგვარად წამოიჭრება კითხვა, თუ როგორ უნდა შევადგინოთ გამყოფი ბალანსი და როგორ უზრუნველვყოთ მასში ჩადებული იდეებისა და პრინციპების დაცვა ახალი საზოგადოებების დამწყები–სასტარტო ბალანსის ფორმირების მომენტამდე. ამ მხრივ დღემდე დაგროვილი გამოცდილება შემდეგ მიდგომებს გვთავაზობს.

დანაწევრების ან გამოყოფის გზით რეორგანიზაციის დროს გამყოფი ბალანსის შედგენა მიზანშეწონილია საბაზო ბალანსში ნავარაუდევი ფულადი ნაკადის (დადებითისა და უარყოფითის) საფუძველზე.

რეორგანიზაციის შემდეგ თითოეულ საზოგადოებას კრედიტორული დავალიანების დასაფარად უნდა ჰქონდეს იმ სახსრების ადეკვატური წყაროები, როგორც რეფორმირებამდე ჰქონდა რეორგანიზებად საზოგადოებას. ამგვარ წყაროებად გვევლინება ფულადი სახსრები, ფინანსური დაბანდებები, დებიტორული დავალიანება, გრძელვადიანი ფინანსური დაბანდებებისა თუ არაპროფილური აქტივების ფლობით ან რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. ჩამოთვლილი აქტივების–ფულადი სახსრების, ფინანსური დაბანდებების, გაცემულისესხების, დებიტორული დავალიანების, არაპროფილური აქტივების და გასაყიდად განკუთვნილი იმ მარაგების განაწილებას, რომლებიც ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად გვევლინება, რეორგანიზებადი საზოგადოება და გამოყოფილი საზოგადოებები განაწილებული ვალდებულებების პროპორციულად შეაფასებენ მათ და არასაბალანსო ღირებულების მიხედვით. ამგვარად, ვალდებულებათა შესასრულებლად აქტივებით მათი დაფარვა ყველა კომპანიაში ერთნაირი იქნება.

გამყოფ ბალანსს უფლებების, ვალდებულებების, ფინანსური დაბანდებების, ხელშეკრულებებისა და ა.შ. ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ ადგენენ. ამ დროს ანაწილებენ არამარტო საბაზო ბალანსში აღრიცხულ აქტივებსა და პასივებს, არამედ ბალანსგარეშე ვალდებულებებსა და მთელ ხელშეკრულებებსაც. საქმისთვის უკეთესია, რომ რეორგანიზაციის შესახებ პრინციპული გადაწყვეტილებების გამოტანის შემდეგ რაც შეიძლება დროულად მიეთითოს თითოეული ხელშეკრულების სამართალმემკვიდრე.

არასაბრუნავი აქტივებისა და მარაგების განაწილება უნდა მოხდეს ტექნოლოგიური პრინციპით–საწარმო პროცესში მათი გამოყენების ხასიათისა და მიზნების შესაბამისად, კრედიტორული დავალიანებისა კი-მისი წარმოშობის ადგილისა და საფუძვლის შესაბამისად.

ტექნოლოგიური ნიშნით განაწილება ნიშნავს ძირითად საშუალებათა იმგვარად განაწილებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამოყოფილი საზოგადოების მიერ მისი საწარმოო ფუნქციების შესრულება. ამ დროს ობიექტები, როგორც წესი, კომპანიის იმ ქვედანაყოფის(ფილიალის) ბალანსზე რჩება, რომლის საფუძველზეც იქნება გამოყოფილი საზოგადოება.

რეორგანიზაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს კრედიტორული დავალიანების დაფარვა მანამდელი დონით. ამის მექანიზმია ყველა საზოგადოებაში დისკონტირებული ფულადი ნაკადების ბალანსის კოეფიციენტის(ფნკ)  ტოლობისმიღწევა. ამ კოეფიციენტს ანგარიშობენ ზემოთხსენებული აქტივებით განპირობებული დადებითი ფულადი ნაკადის მიმდინარე ღირებულების შეფარდებით ვალდებულებათა დაფარვით გამოწვეული უარყოფითი ფულადი ნაკადის დაყვანილი მიმდინარე ღირებულების მოდულთან[ПайкР.,НилБ.]. ასე რომ, მიღებული იქნება საზოგადოების რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული ყველა საზოგადოების ტოლი გადახდისუნარიანობა პირველის ჩათვლით და თითოეულ მათგანში ვალდებულების ყოველი ერთი ფულადი ერთეული რეალური აქტივების ერთნაირი რაოდენობით იქნება უზრუნველყოფილი.

ფნკ-ის გამოთვლაში მონაწილე დადებითი და უარყოფითი ფულადი ნაკადების სიდიდეთა დისკონტირებისას მიმდინარე ღირებულების მისაღებად შემდეგ პრინციპებს იყენებენ:

- დადებითი და უარყოფითი ფულადი ნაკადების გამომწვევი ელემენტების მიმდინარე ღირებულებას ცალ-ცალკე ანგარიშობენ თითოეული სახის აქტივისა და პასივისათვის დისკონტირების შესაბამისი განაკვეთების გამოყენებით:

- დებიტორული დავალიანება და ფინანსური დაბანდებები - იმ წლიური საშუალი შეწონილი განაკვეთის1/4¼-ით, რომლითაც საზოგადოების დაკრედიტება ხდება კვარტალში.

- კრედიტორული დავალიანება ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის იმ წლიური საშუალოშეწონილი განაკვეთის ¼1/4-ით, რომლითაც საზოგადოება განათავსებს(ან შეძლებდ აგანთავსებას)  კვარტალში.

მიმდინარე ღირებულების გაანგარიშების პერიოდი (განსახილველი პერიოდი) მიზანშეწონილია განისაზღვროს სამი წლით (12 კვარტლით), რომელიც დაიწყება გამყოფი ბალანსის შედგენის დღიდან და დასრულდება კრედიტორული დავალიანების დაფარვის ზღვრული ვადის გათვალისწინებით, რის შემდეგ შეიძლება ის ჩამოიწეროს.

დებიტორული დავალიანების მიმდინარე ღირებულებას(თუკი დავალიანება არარეალური არ არის ამოღების თვალსაზრისით, არაა რესტრუქტურირებული და ა.შ.) ანგარიშობენ თითოეული დებიტორისათვის ცალ-ცალკე. ამ დროს ითვალისწინებენ დებიტორისაგან მიღებულ შემოსულობათა დინამიკას ბალანსის დაყოფამდე 2 წლის განმავლობაში.

მიმდინარე დებიტორული დავალიანება ბოლო 2 წელიწადში გამოშვებული პროდუქციის(მომსახურების, სამუშაოს) ღირებულების 1/24-ის, ანუ დებიტორის საშუალო თვიური მოხმარების ტოლია(თუკი დებიტორთან განხორციელებული სახელშეკრულებო ურთიერთობები 2 წელზე ნაკლებია, მაშინ ანგარიში დგება ამ ურთიერთობათა ფაქტობრივი პერიოდიდან გამომდინარე) დებიტორული დავალიანების ნაშთსა და მიმდინარე დებიტორულ დავალიანებას შორის სხვაობით.

ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანების თითოეულ კვარტალში გადასახდელ თანხას ანგარიშობენ როგორც წინა 2 წელს ვადაგადაცილებული დავალიანების საშუალო გადახდის ოდენობას. ამ მიზნით იმ 2 წლისთვის, რომლებიც გამყოფი ბალანსის შედგენის თარიღს უსწრებს წინ, ანგარიშობენ ვადაგადაცილებული დავალიანების გასტუმრების ვადას.

რესტრუქტურირებული დებიტორული დავალიანების დაფარვის გრაფიკს ადგენენ რესტრუქრურიზაციის შესახებ დადებული შეთანხმებიდან გამომდინარე [БрейлиР.,МайерсС., 2005].

მორატორული დებიტორული დავალიანების დაფარვის გრაფიკს განსაზღვრავენ მორატორიუმის დასრულების ვადებიდან გამომდინარე.

გადახდევინების თვალსაზრისით, არარეალურ დავალიანებას ნულოვანი ღირებულებით ანგარიშობენ მიმდინარე(დაყვანილ) ღირებულებამდე.

ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანების მიმდინარე(დაყვანილი)  ღირებულებას ანგარიშობენ როგორც ყოველ პერიოდში(კვარტალში) დავალიანების დასაფარავად განხორციელებული ყველა გადახდის მიმდინარე(დაყვანილ) ღირებულებათა ჯამს. განსახილველი პერიოდის თითოეულ წელს განხორციელებული ყოველკვარტალური ნაკადები წლიური ნაკადის ¼-ის ტოლია.

კრედიტორული დავალიანება ორად იყოფა: დასაყოფი და არადასაყოფი. არადასაყოფ კრედიტორულ დავალიანებას ეკუთვნის ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების წინაშე არსებული დავალიანება(დებიტორულ დავალიანებაში დღგ-ს გარდა), მას არ ანაწილებენ და რეორგანიზებად საზოგადოებაში ტოვებენ.

დასაყოფ კრედიტორულ დავალიანებას ეკუთვნის მომწოდებლებისა და მოიჯარადეების წინაშე არსებული დავალიანებები, მიღებული ავანსები და ის სხვა კრედიტორული დავალიანება, რომელზეც კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა სხვა სამართალმემკვიდრე დაინიშნოს(დადგინდეს).

უარყოფით ფულად ნაკადს ანგარიშობენ, როგორც მიმდინარე კრედიტორული დავალიანების, დარეგულირებული კრედიტორული დავალიანების დისკონტირებული თანხისა და სესხებსა და კრედიტებზე თავნისა და პროცენტების დისკონტირებული გადახდების ჯამს.

მიმდინარე კრედიტორული დავალიანების ღირებულებას საანგარიშოდ იყენებენ საბალანსო ღირებულებით.

დარეგულირებული კრედიტორული დავალიანებისა და სესხების მიმდინარე (დაყვანილ) ღირებულებას ანგარიშობენ, როგორც დავალიანებისა და პროცენტული გადასახდელების დასაფარავი გადახდების ჯამს, რომლებიც ყოველსაანგარიშგებო პერიოდში(კვარტალში) ხორციელდება გადახდათა არსებული გრაფიკის თანახმად(დაფარვის  3-წლიანი ვადიდან გამომდინარე).

რესტრუქტურიზაციის თარიღიდან 3 წლის შემდეგ არსებულ კრედიტორულ დავალიანებას, კრედიტების, სესხების და პროცენტული გადასახდელების დაფარვას ანგარიშში იღებენ, როგორც ბოლო (მე-12-ე) საანგარიშსწორებო პერიოდში (კვარტალში) გასტუმრებულ კრედიტორულ დავალიანებას. მოკლე და გრძელვადიან კრედიტებსა და სესხებს იმ აქტივების ანალოგიურად ანაწილებენ, რომელთა შესაძენადაც მათ იყენებდნენ.

რეორგანიზებულ და გამოყოფილ საზოგადოებებს შორის ფულად სახსრებს ანაწილებენ მათი უარყოფითი ფულადი ნაკადების სიდიდის პროპორციულად. ფულადი სახსრებით ამ ნაკადების დაფარვა დაახლოებით ტოლი უნდა იყოს რეორგანიზებულ და გამოყოფილ საზოგადოებებში.

იმ შემთხვევაში, თუკი ფნკ-ის მნიშვნელობები რომელიმე საზოგადოებაში 5%-ზე მეტით განსხვავდება სხვა ან რეფორმამდელი საზოგადოების კოეფიციენტებისაგან, საჭიროა დებიტორული დავალიანების გადანაწილება, ხოლო თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ დასანაწილებელი კრედიტორული დავალიანებისაც.

საკუთარ კაპიტალს იმგვარად ანაწილებენ, რომ ყველა გამოყოფილ კომპანიაში შენარჩუნებული იყოს საბალანსო ტოლობა. ამ დროს აუცილებლად უნდა შევეცადოთ, რომ გავათანაბროთ წმინდა აქტივის ფარდობა საკუთართან და განსაკუთრებით, საწესდებო კაპიტალთან. ამით მივაღწევთ ერთგვარ ,,მარაგს“ საწესდებო კაპიტალის სიდიდის ქვემოთ წმინდა აქტივების დაწევისას (ახალი კომპანიების ფუნქციონირების დასაწყისში), რამაც საწესდებო კაპიტალის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.

იმ პერიოდში დებიტორული თუ კრედიტორული დავალიანების გადანაწილების წესი, რომელიც გარდამავალია გამყოფი ბალანსის შედგენის თარიღსა და გამოყოფილი საზოგადოებების სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღს შორის, აღწერილი უნდა იყოს სამართალ მემკვიდრეობის წესებში და მას აქციონერთა კრება უნდა ამტკიცებდეს გამყოფ ბალანსთან ერთად. ამ წესის აღწერა საკმაოდ რთულია, რადგან წარმოშობილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანება (ცნებები, რომლებსაც ბალანსი იყენებს, როგორც მოცემული თარიღისთვის შედგენილი ანგარიშგება) იმ შემოსავლებისა და ხარჯების იგივეობრივი არ არის, რომლებიც გამყოფი დასაწყისი (სასტარტო) ბალანსების თარიღებს შორის ჩნდება. მაგალითად, ბევრკომპანიაში არსებობს ,,ჯვარედინიამორტიზაციის“ პრობლემა, როცა ბუღალტრულ ამორტიზაციას არიცხავენ ერთი სახის საქმიანობის მიხედვით, ფულად სახსრებს კი სხვა საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად ფონდებში აბანდებენ. გარდა ამისა, კრედიტორული დავალიანების ერთი ნაწილი დასაყოფი რამ არ არის (გადასახადები, ხელფასი) და სარეორგანიზაციო საზოგადოებას მიეწერება, მისი შესაბამისი ხარჯები კი სხვა სახის საქმიანობაზე ხორციელდება (ამგვარი გვაქვს, მაგალითად ხელფასის შემთხვევაში). ასეთ შემთხვევაში გონივრულია შემდეგი მიდგომა.

იმ შემთხვევაში, თუკი კრედიტორული ან დებიტორული დავალიანება გარდამავალ პერიოდში ჩნდება, ხოლო ის ვალდებულება, რომელმაც ისინი წარმოშვა, გამყოფი ბალანსის შედგენის თარიღამდე აღმოცენდა, მაშინ დავალიანება უნდა მიეწეროს ან სარეორგანიზაციო საზოგადოებას, ან იმ გამოყოფილ საზოგადოებას,რომელსაც მოცემული ვალდებულება მიაკუთვნეს გამყოფი ბალანსის შედგენისას.

გარდამავალ პერიოდში ვალდებულებების და შესაბამისად, კრედიტორული და დებიტორული დავალიანების წარმოქმნის დროს საჭიროა მისი მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრა საქმიანობის სახეების განხორციელების მიზნით, რის შედეგადაც ასეთი კრედიტორული ან დებიტორული დავალიანება შესაბამის კომპანიას უნდა მივაკუთნოთ.

კონტრაგენტის მხრიდან გარდამავალ პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში რეორგანიზებული საზოგადოების მიერ ამოგებული ფულადი სახსრები ან ამ საზოგადოებას უნდა მივაკუთნოთ, ან გამოყოფილ საზოგადოებებს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ საზოგადოებაზე იყო მიწერილი შესაბამისი დებიტორული დავალიანება ყოველივე ზემოთქმულის თანახმად.  გამონაკლისს შეადგენს შემდეგი თავისებურებები:

  1. გასანაწილებელი ფულადი სახსრების (მათი ეკვივალენტების) თანხა იზრდება გარდამავალ პერიოდში წარმოქმნილი, მაგრამ გაუსტუმრებელი დებიტორული დავალიანების თანხით. ამავე თანხით მცირდება სარეორგანიზაციო ან იმ გამოყოფილ საზოგადოებაზე გასანაწილებელი ფულადი სახსრებიც, რომელსაც ეს დავალიანება მიეკუთვნება (რადგან მას ერგება ის დებიტორული დავალიანება, რომელიც შემდგომ ფულად სახსრებად გადაიქცევა).
  2. გარდამავალ პერიოდში წმინდა მოგების (ზარალის) თანხად მიღებული ფულადი სახსრები (მათი ეკვივალენტები) სარეორგანიზაციო საზოგადოებას ეკუთვნის (რადგან ეს საზოგადოება დივიდენდებს ამ სახსრებიდან გადაიხდის). გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა სპეციალურ დანართში (,,ინვესტპროგრამა“) პირდაპირაა მითითებული, რომ მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ გვევლინება გამოყოფილი საზოგადოების ,,ინვესტპროგრამაში“ გათვალისწინებული დანახარჯების დაფინანსების წყაროდ. ამ შემთხვევაში სარეორგანიზაციო საზოგადოებას უნაწილდება მოგების დარჩენილი ნაწილი (,,ინვესტპროგრამაში“ მითითებულის გამოკლებით). ეს პუნქტი წმინდა მოგების ხარჯზე ფორმირებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფს სარეორგანიზაციო და გამოყოფილ საზოგადოებებს დივიდენდების გაცემისა და საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საგეგმო სიდიდიდან გამომდინარე.
  3. სარეორგანიზაციო და გამოყოფილ საზოგადოებებს შორის ფულადი სახსრები (მათიეკვივალენტები) ნაწილდება თითოეული სახის საქმიანობაზე მიკუთვნებული ხარჯების თანხით. ხარჯებად იგულისხმება ის დანახარჯები, რომლებიც შეაქვთ თვითღირებულებაში, სამმართველო და კომერციულ ხარჯებში, სესხებისა და კრედიტებისათვის გადახდილ პროცენტებში, აგრეთვე სავალდებულო გადასახდელებში შემდეგ თავისებურებათა გათვალისწინებით:

3.1.აქციების გამოსყიდვაზე გაწეული დანახარჯები სარეორგანიზაციო საზოგადოების დანახარჯებს ეკუთვნის.

3.2. სარეორგანიზაციო საზოგადოებიდან პენსიაზე გასულთათვის გადახდილი მისაცემლები ამ საზოგადოების ხარჯებს ეკუთვნის.

3.3. ხარჯებში არ შეიტანება უიმედო დებიტორული დავალიანების ჩამოწერა.

3.4. მოგების გადასახადის გადახდის ხარჯები ეკუთვნის სარეორგანიზაციო საზოგადოებას.

3.5. ხარჯებში არ შეიტანება საამორტიზაციო ანარიცხები.

ეს პუნქტი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფს სარეორგანიზაციო და გამოყოფილი საზოგადოების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას მათი ფულადი ხასიათიდან და კანონმდებლობის იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომ შენარჩუნებული უნდა იყოს სარეორგანიზაციო საზოგადოების მისაცემლების და გადასახადების მიხედვით კრედიტორული დავალიანება.

4. თითოეულ გამოყოფილ საზოგადოებაზე განაწილებული ფულადი სახსრების ოდენობა მცირდება იმ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თანხით, რომლებიც მოცემული საზოგადოების საქმიანობას ეკუთვნის და ამ საზოგადოებას არ აქვს გადაცემული სამართალ მემკვიდრეობის წესით. ამასთან, ეს ოდენობა შესაბამისად იზრდება სარეორგანიზაციო საზოგადოებისათვის განაწილებული ფულადი სახსრებით, რადგანაც გადასახადებით საკრედიტო დავალიანება დაუყოფელია და მთლიანად მიეწერება სარეორგანიზაციო საწარმოს.

5.1-4 პუნქტების შესრულების შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრების (მათი ეკვივალენტების) თანხიდან სარეორგანიზაციო ან შესაბამის გამოყოფილ საზოგადოებას უნაწილდება ფულადი სახსრები ,,ინვესტორ პროგრამით“ გათვალისწინებული კაპიტალური დაბანდებების სახით. იმ შემთხვევაში, თუკი ფულადი სახსრების (მათი ეკვივალენტების) დარჩენილი თანხა ნაკლებია  ,,ინვესტორ პროგრამით“ გათვალისწინებულზე, მაშინ ამ თანხის მიკუთვნება საინვესტიციო პროგრამაში მითითებული თანხების პროპორციულად ხდება.

ეს პუნქტი გამოიყენება იმ ფულადი სახსრების განაწილებისათვის, რომლებიც ინვესტერ პროგრამის დაფინანსებას ხმარდება წმინდა მოგების ხარჯზე.იმის გამო, რომ წინასწარ არ არის ცნობილი გამოყოფილი საზოგადოებების რეგისტრაციის ზუსტი თარიღი, ინვესტორ პროგრამას აღწერენ ერთგვარი ,,მარაგის“  მქონე ვადისთვის. თუ ფაქტობრივი მოგება ნაკლები აღმოჩნდება ინვესტიციებისათვის გამოსაყენებლად დაგეგმილზე, მაშინ მათი დაფინანსებისთვის საჭირო ფულად სახსრებს პროპორციულად ამცირებენ ყველა კომპანიის მიხედვით.

6.2-5  პუნქტების შესრულების შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრების(მათი ეკვივალენტების) თანხა სარეორგანიზაციო ან შესაბამის გამოყოფილ საზოგადოებას ეკუთვნის მათზემიწერილი საამორტიზაციო ანარიცხების პროპორციულად.

გარდამავალი პერიოდის შედეგების, სამართალმემკვიდრეობის წესების შესრულებისა და რეორგანიზებული საზოგადოებების ფინანსური მდგრადობის კონტროლისთვის გამოყოფილი საზოგადოებების სახელმწიფო რეგისტრაციამდე მიზანშეწონილია ,,შუალედური“ გამყოფი ბალანსის შედგენა. ეს იქნება სარეორგანიზაციო და გამოყოფილი საზოგადოებების ბალანსი (ფორმა 1), რომელიც გარდამავალი პერიოდის ნებისმიერი თარიღისთვის იქნება შედგენილი ე.ი. გამყოფ ბალანსზე დართული ანგარიშგება უკვე მომხდარი ცვლილებების შესახებ[СиннамонР.,БрайанХ., 2003]. მის პარალელურად შეგვიძლია შევადგინოთ დამწყები (საწყისი, სასტარტო) ბალანსების საკონტროლო მაჩვენებლები.ესაა იმ მაჩვენებლების ერთობლიობა (ნაკრები), რომლებიც გამოყოფილი საზოგადოების რეგისტრაციის თარიღისათვისაა გაანგარიშებული სარეორგანიზაციო და გამოყოფილი საზოგადოებების ,,საპროგნოზო“ ბალანსების საფუძველზე. საკონტროლო მაჩვენებლების კორექტულად გაანგარიშებისათვის საჭიროა ამ საზოგადოებათა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის პროგნოზის გაკეთება ,,შუალედური“ ბალანსის შედგენის დღიდან რეგისტრაციის დღემდე პერიოდისთვის. აუცილებლად უნდა შედგეს ასევე ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტი, მოგებისა და ზარალის საპროგნოზო ანგარიშგება და ყველა შექმნილი საზოგადოების ბალანსი.

ეს შუალედური დამწყები ბალანსი იმის გაგებაში დაეხმარება აქციონერებსა და მენეჯერებს, თუ რამდენადაა დაცული გამყოფი ბალანსის პრინციპები და სამართალმემკვიდრეობის წესების მოთხოვნები, რამდენადაა მომზადებული საზოგადოებათა სახელმწიფო რეგისტრაცია; საფუძველს შეუქმნის იმ საქმიანობის შეფასებას, რომელიც გენერალურმა დირექტორმა გასწია რეორგანიზაციის ჩატარების პერიოდში.

დამწყები ბალანსი ყალიბდება სარეორგანიზაციო საზოგადოებიდან ახლად შექმნილი საზოგადოებებისათვის გადაცემის აქტების საფუძველზე. ეს აქტები დგება გამყოფი ბალანსის საფუძველზე სამართალმემკვიდრეობის წესების გათვალისწინებით და მათ შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლები უნდა ამოწმებდნენ. სარეორგანიზაციო კომპანიის აქციონერები ვალდებული არიან, შეაფასონ ფაქტობრივი დამწყები (სასტარტო) ბალანსის შესაბამისობა შუალედურთან და მიიღონ სათანადო მმართველობითი ზომები (პრემირება, დათხოვნა).

ჩამოთვლილი პროცედურების რეალიზაციამ უნდა უზრუნველყოს ფინანსურად და ეკონომიკურად მდგრადი ახალი კომპანიების შექმნა რეორგანიზაციების შედეგად.

დასკვნა

თანამედროვე ბიზნესში ჩვეულებრივ ამბადაა ქცეული კომპანიის რეორგანიზაცია. ხშირად კომპანიები ალიანსებში შედიან ერთმანეთთან, რომლებიც შემდგომ იურიდიულ გაერთიანებად გარდაიქმნებიან. უფრო ძლიერი კონკურენტები ზოგჯერ იერთებენ და შთანთქავენ უფრო სუსტებს. მზარდი კომპანიები დამოუკიდებელ იურიდიულ პირებად გამოყოფენ(spin off) ცალკეულ ბიზნესებს, რათა მათ უფრო მოქნილად გააგრძელონ განვითარება. ძალიან მსხვილი ფირმები იძულებული ხდებიან დანაწევრდენ, რადგან ამას მოითხოვს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ან ძირითად აქციონერთა განსხვავებული ინტერესები და სხვა. თანამედროვე ფინანსური კრიზისი მთელ რიგ კომპანიებს უბიძგებს ცალკეული აქტივების ან ბიზნისების გამოყოფისკენ, რათა ან გირაოდ მოხდეს მათი გაცემა, ან გაიყიდოს და ასე დაიფაროს საკრედიტო პორთფელი.

შთანთქმისა და შეერთების შემთხვევაში ფინანსური საკითხები შედარებით მცირეა–ყველა კომპანიის აქტივები და ვალდებულებები იმ ერთ სამართალ- მემკვიდრის ხელში გადადის, რომელიც ყველა მათგანზე აგებს პასუხს. რაც შეეხება დანაწევრებას ან გამოყოფას, ამ დროს ხდება აქტივებისა და ვალდებულებების იმგვარად დაყოფის პრობლემა, რომ შექმნილ კომპანიებს ჰქონდეთ ფინანსური მდგრადობა და საკმარისი ლიკვიდობა.

როგორც ახლადშექმნილი, ისე რეორგანიზებული საზოგადოებების აქტივებისა და პასივების სტრუქტურას ის განსაზღვრავს, თუ როგორ ჩამოაყალიბებენ და დაამტკიცებენ აქციონერები გამყოფ ბალანსს.

რეორგანიზაციის შემდეგ თითოეულ საზოგადოებას კრედიტორული დავალიანების დასაფარად უნდა ჰქონდეს იმ სახსრების ადეკვატური წყაროები, როგორც რეფორმირებამდე ჰქონდა რეორგანიზებად საზოგადოებას. ამგვარად წყაროებად გვევლინება ფულადი სახსრები, ფინანსური დაბანდებები, დებიტორული დავალიანება, გრძელვადიანი ფინანსური დაბანდებებისა თუ არაპროფილური აქტივების ფლობით ან რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. გამყოფ ბალანსს უფლებების, ვალდებულებების, ფინანსური დაბანდებების, ხელშეკრულებებისა და ა.შ. ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ ადგენენ. ამ დროს ანაწილებენ არამარტო საბაზო ბალანსში აღრიცხულ აქტივებსა და პასივებს, არამედ ბალანსგარეშე ვალდებულებებსა და მთელ ხელშეკრულებებსაც. საქმისთვის უკეთესია, რომ რეორგანიზაციის შესახებ პრინციპული გადაწყვეტილებების გამოტანის შემდეგ რაც შეიძლება დროულად იყოს მითითებული თითოეული ხელშეკრულების სამართალმემკვიდრე.

რეორგანიზაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს კრედიტორული დავალიანების დაფარვა მანამდელი დონით. ამის მექანიზმია ყველა საზოგადოებაში დისკონტირებული ფულადი ნაკადების ბალანსის კოეფიციენტის(ფნკ)  ტოლობის მიღწევა.

ფნკ-ის გამოთვლაში მონაწილე დადებითი და უარყოფითი ფულადი ნაკადების სიდიდეთა დისკონტირებისას მიმდინარე ღირებულების მისაღებად შემდეგი პრინციპების მიხედვით ახდენენ:

- დადებითი და უარყოფითი ფულადი ნაკადების გამომწვევი ელემენტების მიმდინარე ღირებულებას ცალ-ცალკე ანგარიშობენ თითოეული სახის აქტივებისა და პასივისათვის დისკონტირების შესაბამისი განაკვეთების გამოყენებით:

- დებიტორულიდავალიანებადაფინანსურიდაბანდებები - იმ წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთის 1/4-ით, რომლითაც საზოგადოების დაკრედიტება ხდება კვარტალში.

- კრედიტორული დავალიანება ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის იმ წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთის 1/4¼-ით, რომლითაც საზოგადოება განათავსებს (ან შეძლებდა განთავსებას) კვარტლში.

მიმდინარე ღირებულების გაანგარიშების პერიოდი(განსახილველი პერიოდი) მიზანშეწონილია განისაზღვრეოს სამიწლით (12 კვარტლით), რომელიც დაიწყება გამყოფი ბალანსის შედგენის დღიდან და დასრულდება კრედიტორული დავალიანების დაფარვის ზღვრული ვადის გათვალისწინებით, რის შემდეგ შეიძლება იგი ჩამოიწეროს.

კრედიტორული დავალიანება ორად იყოფა: დასაყოფი და არა დასაყოფი. არადასაყოფ კრედიტორულ დავალიანებას ეკუთვნის ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების წინაშე არსებული დავალიანება(დებიტორულდავალიანებაში დღგ-ს გარდა), მას არანაწილებენ და რეორგანიზებად საზოგადოებაში ტოვებენ.

დასაყოფ კრედიტორულ დავალიანებას ეკუთვნის მომწოდებლებისა და მოიჯარადეების წინაშე არსებული დავალიანებები, მიღებული ავანსები და ის სხვა კრედიტორული დავალიანება, რომელზეც კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა სხვა სამართალმემკვიდრე დაინიშნოს (დადგინდეს).

უარყოფით ფულად ნაკადს ანგარიშობენ, როგორც მიმდინარე კრედიტორული დავალიანების, დარეგულირებული კრედიტორული დავალიანების დისკონტირებული თანხისა და სესხებსა და კრედიტებზე თავნისა და პროცენტების დისკონტირებული გადახდების ჯამს.

რეორგანიზებულ და გამოყოფილ საზოგადოებებს შორის ფულად სახსრებს ანაწილებენ მათი უარყოფითი ფულადი ნაკადების სიდიდის პროპორციულად. ფულადი სახსრებით ამ ნაკადების დაფარვა დაახლოებით ტოლი უნდა იყოს რეორგანიზებულ და გამოყოფილ საზოგადოებებში.

იმ შემთხვევაში, თუ კი ფნკ-ის მნიშვნელობები რომელიმე საზოგადოებაში 5%-ზე მეტით განსხვავდება სხვა ან რეფორმამდელი საზოგადოების კოეფიციენტებისაგან, საჭიროა დებიტორული დავალიანების გადანაწილება, ხოლო თუ ეს საკმარისი არ აღმიჩნდა, მაშინ დასანაწილებელი კრედიტორული დავალიანებისაც.

საკუთარ კაპიტალს იმგვარად ანაწილებენ, რომ ყველა გამოყოფილ კომპანიებში შენარჩუნებული იყოს საბალანსო ტოლობა. ამ დროს აუცილებლად უნდა შევეცადოთ, რომ გავათანაბროთ წმინდა აქტივის ფარდობა საკუთართან და განსაკუთრებით, საწესდებო კაპიტალთან. ამით მივაღწევთ ერთგვარ ,,მარაგს“ საწესდებო კაპიტალის სიდიდის ქვემოთ წმინდა აქტივების დაწევისას (ახალი კომპანიების ფუნქციონირების დასაწყისში), რამაც საწესდებო კაპიტალის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.

იმ პერიოდში დებიტორული თუ კრედიტორული დავალიანების გადანაწილების წესი, რომელიც გარდამავალია გამყოფი ბალანსის შედგენის თარიღსა და გამოყოფილი საზოგადოებების სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღსშორის, აღწერილი უნდა იყოს სამართალმემკვიდრეობის წესებში დ ამას აქციონერთა კრება უნდა ამტკიცებდეს გამყოფ ბალანსთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუკი კრედიტორული ან დებიტორული დავალიანება გარდამავალ პერიოდში ჩნდება, ხოლო ის ვალდებულება, რომელმაც ისინი წარმოშვა, გამყოფი ბალანსის შედგენის თარიღამდე აღმოცენდა, მაშინ დავალიანება უნდა მიეწეროს ან სარეორგანიზაციო საზოგადოებას, ან იმ გამოყოფილ საზოგადოებას, რომელსაც მოცემული ვალდებულება მიაკუთვნეს გამყოფიბალანსის შედგენისას.

გარდამავალი პერიოდის შედეგების, სამართალმემკვიდრეობის წესების შესრულებისა და რეორგანიზებული საზოგადოებების ფინანსური მდგრადობის კონტროლისთვის გამოყოფილი საზოგადოებების სახელმწიფო რეგისტრაციამდე მიზანშეწონილია ,,შუალედური“ გამყოფი ბალანსის შედგენა.ეს იქნება სარეორგანიზაციო და გამოყოფილი საზოგადოებების ბალანსი (ფორმა 1), რომელიც გარდამავალი პერიოდის ნებისმიერი თარიღისთვის იქნება შედგენილი ე.ი. გამყოფბალანსზე დართული ანგარიშგება უკვე მომხდარი ცვლილებების შესახებ მის პარალელურად შეგვიძლია შევადგინოთ დამწყები (საწყისი, სასტარტო) ბალანსების საკონტროლო მაჩვენებლები. ესაა იმ მაჩვენებლების ერთობლიობა (ნაკრები), რომლებიც გამოყოფილი საზოგადოების რეგისტრაციის თარიღისათვისაა გაანგარიშებული სარეორგანიზაციო და გამოყოფილი საზოგადოებების ,,საპროგნოზო“ ბალანსების საფუძველზე. საკონტროლო მაჩვენებლების კორექტულად გაანგარიშებისათვის საჭიროა ამ საზოგადოებათა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის პროგნოზის გაკეთება ,,შუალედური“ ბალანსის შედგენის დღიდან რეგისტრაციის დღემდე პერიოდისთვის. აუცილებლად უნდა შედგეს, ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტი, მოგებისა და ზარალის საპროგნოზო ანგარიშგება და ყველა შექმნილი საზოგადოების ბალანსი.

ეს შუალედური დამწყები ბალანსი იმის გაგებაში დაეხმარება აქციონერებსა და მენეჯერებს, თუ რამდენადაა დაცული გამყოფი ბალანსის პრინციპები და სამართალმემკვიდრეობის წესების მოთხოვნები, რამდენადაა მომზადებული საზოგადოებათა სახელმწიფო რეგისტრაცია; საფუძველს შეუქმნის იმ საქმიანობის შეფასებას, რომელიც გენერალურმა დირექტორმა გასწია რეორგანიზაციის ჩატარების პერიოდში.

დამწყები ბალანსი ყალიბდება სარეორგანიზაციო საზოგადოებიდან ახლად შექმნილი საზოგადოებებისათვის გადაცემის აქტების საფუძველზე. ეს აქტები დგება გამყოფი ბალანსის საფუძველზე სამართალმემკვიდრეობის წესების გათვალისწინებით და მათ შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლები უნდა ამოწმებდნენ. სარეორგანიზაციო კომპანიის აქციონერები ვალდებული არიან შეაფასონ ფაქტიური დამწყები (სასტარტო) ბალანსის შესაბამისობა შუალედურთან და მიიღონ სათანადო მმართველობითი ზომები (პრემირება, დათხოვნა).

ჩამოთვლილი პროცედურების რეალიზაციამ უნდა უზრუნველყოს ფინანსურად და ეკონომიკურად მდგრადი ახალი ახალი კომპანიების შექმნა რეორგანიზაციების შედეგად.

გამოყენებული ლიტერატურა

1.БрейлиР.,МайерсС.2005.Принципыкорпоративныхфинансо.М.

2.ПайкР.,НилБ.2006.Корпоративныефинансыиинвестирование.СПБ.

3.СиннамонР.,БрайанХ.2003.Почемувынепонемаетесвоегобухгалтера.М.

4.ХорнДж.2006.Основыупровленияфинансами.М.

5.ЮджинФ.,БригхэмМ.,ЭрхардтС.2005.Финансовыйменеджмент.СПБ.

6.ЭкклзР.,ГерцР.,КиганЭ.2012.Революциявкорпоративнойотчетности. М.

7. http://www.statistics.ge/

8. www.mof.ge

9. http://www.gaap.ru/biblio/